ლელა გაფრინდაშვილი
სოციოლოგი
დაბადების თარიღი 1967
(1967) - სოციოლოგი
https://bit.ly/3t5JRg8
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1997 წლიდან ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას "ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის", რომელიც ორიენტირებულია საქართველოში გენდერული, ქალთა და ფემინისტური კვლევების, გენდერული განათლების ხელშეწყობაზე. ლელა გაფრინდაშვილი კითხულობს საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2006 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - "ქართული კულტურის გენდერული პარადიგმები ინტერდისციპლინური და ონტერტემპორალური პერსპექტივები".