ტოგო გუდავა
ენათმეცნიერი
დაბადების თარიღი 1922
1945 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
ეწეოდა სამეცნიერო–პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; წლების მანძილზე თანმშრომლობდა ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში; მისი გამოკვლევათა უმრავლესობა ეძღვნება დაღესტნის ენათა როგორც აღწერით, ისე შედარებით-ისტორიულ შესწავლას; მასვე ეკუთვნის დაღესტნის რიგი უმწერლობო ენის პირველი მეცნიერული აღწერა(ბაგვალური, ბოთლიხური, ღოდობერიული, ტინდიური); მისი ინტერესების სფეროში შემოდიოდა, აგრეთვე, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ურთიერთობის საკითხები; უკანასკნელ წლებში იგი ნაყოფიერად მუშაობდა ქართველური ენების ისტორიული ფონეტიკისა და მორფოლოგიის პრობლემებზე, რასაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაშრომი მიუძღვნა; ავტორია 60-მდე ნაბეჭდი სამეცნიერო შრომისა, მათ შორის ოთხი მონოგრაფიისა – "ხუნძურ და ანდიურ ენათა ზმნური ფუძეების შედარებითი ანალიზი" (1959), "ბოთლხური ენა" (1963), "ანდიურ ენათა კონსონანტიზმი" (1964), "ბაგვალური ენა" (1971);
1964 წლიდან არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, 1966 წლიდან პროფესორი.
შრომები:
- გუდავა ტოგო, გამყრელიძე თამაზ, თანხმოვანთკომპლექსები მეგრულში, თბ.: 1981.
- ქართული ხალხური სიტყვიერება, ტ.1, თბ.: 1975.
- ბიოლიხური ენა. გრამატიკული ანალიზი, ტექსტები, ლექსიკონი, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1962.
- ბიოლიხური ენა. გრამატიკული ანალიზი, ტექსტები, ლექსიკონი, თბ.: საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა, 1962.