იოსებ ბოცვაძე
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1914
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტები.
ლექციებს კითხულობდა თბილისის, ქუთაისის და სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრის გამგე. მისი გამოკვლევები ეხება ქართული ლიტერატურის, კრიტიკისა და ჟურნალისტიკის აქტუალურ საკითხებს. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული პედაგოგიური აზრის შესწავლაში.
1978 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი.
შრომები:
- აკაკი წერეთელი - ლიტერატურის კრიტიკოსი და ჟურნალისტი, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1980.
- ალექსანდრე ჭავჭავაძე და მისი კრიტიკოსები, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1977.
- ალექსანდრე ჭავჭავაძე ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში (1852-1921 წწ.), თბ.: სახელგამი, 1956.
- ვაჟა ფშაველა და მისი კრიტიკოსები, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1965.
- ვაჟა ფშაველა ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში: ქრესტომათია, თბ.: 1955.
- ილია ჭავჭავაძე რევოლუციამდელ ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1977.
- ილია ჭავჭავაძე ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1958.
- ნიკო ლომოური, თბ.: ნაკადული, 1966.
- ნიკოლოზ ბარათაშვილი და მე-19-ე საუკუნის ქართული პრესა, თბ.: 1968.
- პრესა და მწერლობა, თბ.: განათლება, 1976.
- რჩეული პედაგოგიური თხზულებანი, ტ.2, თბ.: 1977.
- სერგეი მესხი: ცხოვრება და შემოქმედება, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1964.
- ქართული ჟურნალისტიკა, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1964.