არჩილ ათანელიშვილი
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1932
დაამთავრა სტალინის სახ. უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1956 წელს.
არჩილ ათანელიშვილი არის 25 სამეცნიერო შრომის, 2 მონოგრაფიის და 2 თარგმანის ავტორი; მან გერმანულიდან ქართულად თარგმნა ლიზელოტე-ველსკოპფ-ჰენრიხის მხატვრული ნაწარმოები "დიდი ძუ დათვის ძენი", რომელიც 1979 წელს გამოსცა გამომცემლობა "ნაკადულმა"; ასევე მან რუსულიდან ქართულად თარგმა ზბიგნევ ბჟეზინსკის "დიდი საჭადრაკო დაფა", რომელიც 2014 წელს გამოსცა გამომცემლობა "არტანუჯმა"; ა. ათანელიშვილის ავტორობით ასევე გამოიცა "საქართველოს მაცნე" 1999 წელს და ისტორიული შრომა "სისხლიანი გაკვეთილები" თემაზე - უცხოელი ავტორები საქართველოს ისტორიის შესახებ 1918-1989 წლებში. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1967), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1987).
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ გერმანულ თურქული ურთიერთობა 1949-1964 წლებში", დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საბჭოთა საქართველოს ისტორიის ბურჟუაზიული ფალსიფიკაციის წინააღმდეგ", დაიცვა 1987 წელს.
- საქართველოში სოციალიზმის მშენებლობის საკითების ბურჟუაზიული ფალსიფიკაციის კრიტიკა, თბ.: მეცნიერება, 1976.