მერაბ ალავერდაშვილი
გეოგრაფი
დაბადების თარიღი 1952
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით.
დაიწყო მუშაობა ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე. 1979 წლიდან დაინიშნა კათედრასთან არსებულ სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც ძირითადად მოცემულია მდინარეთა ნატანის ჩამონადენის ფორმირების თავისებურებანი, მათი რაოდენობრივი მახასიათებლების დადგენა და კალაპოტის პროცესების თავისებურებანი. 1968-1972 წლებში იყო საქართველოს ნაკრების წევრი საბაიდარო ნიჩბოსნობაში. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და ყოფილი სსრკ არაოფიციალური ჩემპიონი და პრიზიორი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს მდინარეთა მყარი ჩამონადენის ფორმირების პირობები და გაანგარიშების მეთოდიკა", დაიცვა 1989 წელს.
შრომები
- ჰიდრომეტრია, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2014.
- ჰიდრომეტრიის ზაფხულის სასწავლო-საველე პრაქტიკის მეთოდური მითითებანი, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2005.
- წყლის რესურსების ბალანსური კვლევა, თბ.: 2003.