ნათია ამირეჯიბი
დაბადების თარიღი 1934
1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
1958-1961 წლებში იყო ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების კ/ს რედაქტორი; 1966-1970 წლებში საქართველოს კინემატოგრაფიის უფროსი რედაქტორი; 1970 წლიდან მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში.
საკანდიდატო დისერტაციის თემა-" ქართული უხმო კინოხელოვნების ძირითადი შემოქმედებითი ტენდენციები", დაიცვა 1978 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა- "ადამიანის მრავალსახეობა ეკრანზე", დაიცვა 2005 წელს.
შრომები
- დროთა ეკრანი, თბ.: ხელოვნება, 1990.