Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზაირა არსენიშვილი
დრამატურგი
დაბადების თარიღი 1930

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1956 წელს თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი.

  • მუშაობდა მუსიკის პედაგოგად. 1957–1971 წლებში უკრავდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში. 1972 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მწერალთა გაერთიანების" კინოდრამატურგი, 1975 წლიდან მეორე შემოქმედებითი გაერთიანების რედაქტორი. დაწერილი აქვს სცენარები ფილმებისათვის: "როცა აყვავდა ნუში" (1972), "აურზაური სალხინეთში" (1975), "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1978), "დღეს ღამე უთენებია" (1983), "ორომტრიალი" (1986), "ვალსი პეჩორაზე" (1992), აგრეთვე სცენარი ილია ჭავჭავაძის "კაცია–ადამიანის?!" საეკრანო ვერსიისათვის (1979), მისი მოთხრობის მიხედვით დაიდგა კინონოველა "ბედნიერება" (2009). კინოდრამატურგი. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია, "ხუთწლედის მატიანე", ფილმის სცენარისათვის –"დღეს ღამე უთენებია" (1984).

შრომები

  • კოლაჟი მთვარის შუქზე: რომანი, თბ.: ეროვნული მწერლობა, 2007.
  • ,,ვა, სოფელო...’’: კახური ქრონიკები: რომანი, თბ.: ინოვაცია, 2011.
  • თელავიდან თბილისამდე, თბ.: ეროვნული მწერლობა, 2010.
  • რეკვიემი: ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი, თბ.: ბ. სულაკაურის გამომცემლობა, 2021.
  • რექვიემი: ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისათვის, ანუ ახალგაზრდა მთხხველის პორტრეტი, თბ.: ინოვაცია, 2011.
  • ,,ქარი ამწევი ფარდის’’, თბ.: ივერიონი, 2013.

ბიბლიოგრაფია

 

თარიღი: 15/11/2021
კატეგორია: დრამატურგი