Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალექსანდრე ბენდიანიშვილი
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1926

1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1954 წელს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის უფროს მასწავლებლად; 1957–1981 წლებში ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1981–1992 წლებში საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ისტორიის კათედრის გამგედ; 1994 წლიდან მუშაობდა ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ახალი ისტორიის განყოფილების გამგედ. ეწეოდა სამეცნიერო კვლევით მუშაობას, გამოქვეყნებული აქვს 13 წიგნი, 50 სამეცნიერო სტატია, საგაზეთო წერილები. დისერტაცია დაიცვა 1968 წელს. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი.

2001 წლიდან არის ღირსების ორდენის კავალერი. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 08/11/2021
კატეგორია: ისტორიკოსი