ნინო შვანგირაძე
დაბადების თარიღი 1917
დაიბადა 1917 წლის 14 სექტემბერს,
1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.
1948 წელს მუშაობდა საქართველოს სათეატრო მუზეუმის არქივის გამგედ. 1948-1951 წლებში შ. რუსთაველის სახ. თეატრალურ ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა თეატრის ისტორიის კაბინეტს. 1951-1960 წლებში იყო შ. რუსთვაელის თეატრის მუზეუმის გამგე. 1960-1977 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების სამეცნიერო შემოქმედებით განყოფილებას. იყო ამავე საზოგადოების პრეზიდიუმის უცვლელი წევრი. 1983 წელს არჩეული იქნა პროფესორად. ნ. შვანგირაძეს თეატრალური ხელოვნების საკითხებზე გამოცემული აქვს 300-მდე საჟურნალო და საგაზეთო სტატია,
1967 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თამარ ჭავჭავაძე", დაიცვა 1975 წელს.