ჯუმბერ ჭუმბურიძე
ლიტერატურათმცოდნე
დაბადების თარიღი 1921
1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1946 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე. 1974 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟა-ფშაველას კაბინეტს. პირველი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა 1944 წელს. ავტორია წიგნებისა: "ნარკვევები ქართული ლიტერატურისა და კრიტიკის ისტორიიდან"(1958), "ქართული კრიტიკის ისტორია" (1966, მე-2 გამოც.1974), "მწერლები და კრიტიკოსები" (1974), მისი მონაწილეობით (რედაქცია, შესავალი წერილები და კომენტარები) გამოვიდა "გრიგოლ ორბელიანის თხზულებათა სრული კრებული" (1959), "ვაჟა-ფშაველა ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ" (1967), 1942 წელს «ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონი"» (1972), "ვაჟა-ფშაველას ხუთი პოემა" (1975) და სხვა.
1963 წლიდან არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი 1964 წლიდან პროფესორი.