ზურაბ ქომეთიანი
ფიზიკოსი
დაბადების თარიღი 1934
1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.
1958–1959 წლებში იყო ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ლაბორანტი; 1963-1067 წლებში მეცნიერ მუშაკი; 1967–1973 წლებში უფროსი მეცნიერ მუშაკი; 1973–1976 წლებში ჯგუფის ხელმძღვანელი. 1958 წლიდან არის ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1975 წლიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელი; პროფესორი; მემბრანოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. არის ავტორი ნაშრომებისა: "kinetic analysis of the multisiter enzyme systems"(2007), "მემბრანოლოგია"(2008).
სადოქტორო დისერტაციის თემა - "Nak-ATP აზური სისტემის რეგულატორული მექანიზმები", დაიცვა კიევის ბიოქიმიის ინსტიტუტში 1979 წელს.
ზურაბ ქომეთიანი იყო IBRO-ს (საერთაშორისო ტვინის შემსწავლელი ორგანიზაცია), წევრი და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
1989 წელს მიიღო ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია, 2003 წელს ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია, 2008 წელს პეტრე ქომეთიანის სახელობის პრემია.