ირმა ტაველიძე
მწერალი
დაბადების თარიღი 1973
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ამავე ფაკულტეტის ასპირანტურა. სწავლობდა ბუდაპეშტის (უნგრეთი) ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მედიევისტიკისა და პოლიტოლოგიის ფაკულტეტებზე.
სხვადასხვა დროს მუშაობდა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში რელიგიის ისტორიის მასწავლებლად, ფრანგულენოვან ჟურნალ "Geoigie plus"-ოს კორესპონდენტად. 2007 წელს გამომცემლობა "სიესტამ" გამოსცა მისი მოთხრობების კრებული "ავტობიოგრაფია ფრანგულად".
2008 წელს მიიღო ლიტერატურული კონკურსი "წერო".