ჯემალ როგავა
მათემატიკოსი
დაბადების თარიღი 1946
1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1982 წელს - გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა.
1968-1990 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის პროექციული მეთოდების განყოფილებასა და ფუნქციონალური ანალიზისა და მისი გამოყენებების განყოფილებაში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი, ჯგუფის ხელმძღვანელი;
1984-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და გამოთვლითი მათემატიკის კათედრაზე მასწავლებელი;
1990-2000 წლებში ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის გარსთა თეორიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი;
1990-2000 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგე;
1997-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და გამოთვლითი მათემატიკის კათედრის პროფესორი;
2000-2006 წლებში ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის რიცხვითი ანალიზის განყოფილების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი;
2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.