მიხეილ რეხვიაშვილი
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1926
1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დოცენტი. მუშაობდა პიონერხელმძღვანელად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელად, საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ, განათლების განყოფილების სასკოლო ინსპექტორად, განათლების განყოფილების გამგედ.
სადისერტაციო თემა – "ზედსართავი სახელი და მისი სწავლება სკოლაში", დაიცვა 1966 წელს.
2001 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. მიღებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის წოდება.