ბეჟან თუთბერიძე
გეოლოგი
დაბადების თარიღი 1943
დაიბადა 1943 წლის 15 ოქტომბერს.
1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით.
1969 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში;
1997–2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგია-პეტროლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის კათედრის გამგე;
1994 წლიდან გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, 1997 წლიდან პროფესორი.
2003–2005 წლებში გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი;
2012 წლიდან გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია;
მისი შრომები ეხება ვულკანოლოგიის, გეოქიმიის, პეტროლოგიისა და მინერალოგიის საკითხებს;
შეისწავლა საქართველოს ნეოგენურანთროპოგენურ ვულკანიზმთან დაკავშირებული პოსტვულკანური ჰიდროთერმული მინერალიზაციის პროცესები.
- მაგმური ქანების პეტროლოგია კრისტალოოპტიკის საფუძვლებით, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2018.
- მინერალოგია, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2010.