საბა მეტრეველი
ლიტერატურათმცოდნე
დაბადების თარიღი 1970
1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
1990-1993 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე გერმანული ენის სპეციალობით; 1997 წელს დაამთავრა უნივერსიტეტის ასპირანტურა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალობით.
1994-2007 წლებში მუშაობდა თბილისის 55-ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1994-1995 წლებში პეტრე იბერის რელიგიურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ლექტორად; 2005-2007 წლებში - მცირე აკადემიის მიწვეულ პროფესორად; 2003-2006 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლად; 2009-2013 წლებში - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებელად; 1998 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად; 2011 წელს მიწვეული იყო აგრარულ უნივერსიტეტში პროფესორად; 2014 წლიდან მიიწვიეს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორად დოქტორანტურაში. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა გაზეთ "თბილისსა" და "ქართულ უნივერსიტეტში", საზოგადოებრივ რადიოში FM 102.4, საპატრიარქოს რადიო "ივერიაში"; მისი სტატიები ხშირად იბეჭდება საინფორმაციო ინტერნეტპორტალებზე: "GHN", "TIIMER.GE" და "SPUTNIK - საქართველო".
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მხატვრული სიტყვის ფუნქციისათვის ადრეულ ქართულ აგიოგრაფიაში", დაიცვა 1998 წელს.