ავთანდილ ოქროსცვარიძე
გეოლოგი
დაბადების თარიღი 1956
(1956) - გეოლოგი, მეცნიერი
1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი. 2000 წელს თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტის ასპირანტურა, ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით.
1979-1980 წლებში იყო კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ინჟინერ-გეოლოგი;
1980-1983 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი, ხოლო 1983-1987წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
1989 წელს ჩეხოსლოვაკიის გეოლოგიური დეპარტამენტის და სსრკ-ს გეოლოგიის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის მეცნიერ-მუშაკი;
1995-1997 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პეტროლოგიის კათედრაზე ლექტორი;
1995-2006 წლებშ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
2002-2006 წლებში გეოლოგიის ინსტიტუტთან არსებული სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
2005-2006 წლებში ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 2009 წლიდან გეოლოგიის ინსტიტუტის პეტროლოგიის, მინერალოგიისა და ლითოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
ავთანდილ ოქროსცვარიძე იკვლევს შემდეგ საკითხებს: გრანიტოიდული ქანების პეტროქიმია, გეოქიმია და გენეზისი. მანტიურ-ქერქული ურთიერთქმედება და კონტინენტური ქერქის ევოლუციის პრობლემები, ფელზურ-მაგმურ სისტემებთან დაკავშირებული ოქროს მინერალიზაციის საკითხები, გეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვა და ა.შ. წლების განმავლობაში მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო ფორუმსა და პროექტში.
საკანდიდატო დისერტაცია თემა - "აფხაზეთის პალეოზოური გრანიტოიდების და მიგმატიტების პეტროლოგია", დაიცვა 1987 წელს.
სადოქტორო დისერტაცია თემა - "კავკასიონის ჰერცინული გრანიტოიდული სერიები", დაიცვა 1995 წელს.
2008 წელს მიიღო ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია.