ელენე ობოლაშვილი
მათემატიკოსი
დაბადების თარიღი 1924
დაიბადა 1924 წელს.
1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
მისი კვლევის ძირითადი საკითხებია: დრეკადობის მათემატიკური თეორია, მათემატიკური ფიზიკა, გარსთა თეორია, ანალიზური ფუნქციის განზოგადება. მან მრავალგანზომილებიან ევკლიდეს სივრცეში ააგო ფურიეს გარდაქმნები ლებეგის აზრით ინტეგრირებად ფუნქციისათვის. მის მონოგრაფიებში ფურიეს მეთოდი გამოყენებულია დრეკადი სხეულის სტატიკის, რხევისა და დინამიკის შემთხვევისათვის. აგებული აქვს დრეკადობის თეორიის სხვადასხვა ამოცანის ფუნდამენტური ამოხსნა, როგორც სტატიკურ, ასევე, დინამიკურ შემთხვევაში. მას ეკუთვნის მთელი ციკლი გამოკვლევებისა მრავალგანზომილებიან სივრცეში განზოგადებულ ანალიზურ ფუნქციებსა და დრეკადი სხეულის ზედაპირის დაძაბული და დეფორმირებული მდგომარეობის საკითხებზე.
1959 წლიდან არის პროფესორი, 1967 წლიდან არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.