გუგული მაღრაძე
ფსიქოლოგი
დაბადების თარიღი 1945
დაიბადა 1945 წლის 9 აპრილს.
1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
1974 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი .
საკანდიდატო დისეტაციის თემა – "სოციალური ჯგუფისადმი განწყობა და კონფორმულობა", დაიცვა 1976 წელს;
1997 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტი.
1964-1968 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი.
1964-1969 წლებში დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდიანტი.
1978-1981 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის არასრულწლოვანი დამნაშავეების ფსიქოლოგიის განყოფილების გამგე.
1992-1998 წლებში ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის პრესსამსახურის უფროსი.
სადოქტორო დისერტაციის თემა – "უმრავლესობის და უმცირესობის ურთიერთობის ფსიქოლოგიური კანონზომიერებები", დაიცვა 1992 წელს.
1981-2001 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
2000-2001 წლებში აშშ-ს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.
2001-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის კათედრის გამგე.
2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, კონფლიქტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი.
2004-2008 წლებში საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები"
2012-2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება".2016-2020წწ.
2006 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია.