იაშა მესხია
ეკონომისტი
დაბადების თარიღი 1946
დაიბადა 1946 წელს, წალენჯიხის რაიონ, სოფელ ობუჯში.
1967 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
1972-1985 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში.
1983 წლიდან ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია, 1987 წლიდან პროფესორი.
1991 წელს საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ეკონომიკის და ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო.
1992 წლიდან კი მისი ინიციატივით დაარსებული ფინანსებისა და სტატისტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (რომელიც 1996 წლიდან გარდაიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ფინანსთა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად) დირექტორი.
2005-2006 წლებში იყო საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
2006-2007 წლებში საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
იაშა მესხია არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორისაა:
- ეკონომიკური რეფორმა საქართველოში : ანალიზი, მიმართულებები, პრობლემები (თანაავტორი). - თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1996.
- საქართველოს საგადასადო სისტემის სრულყოფის საკითხები: (თანაავტორი). - თბილისი: 2001.
- გადასახადები და დაბეგვრა, თბილისი: 2002.
- ბუღალტრული აღრიცხვა: ბასს-პრაქტიკაში, თბილისი: 2003.
- საბაჟო გადასახდელები: გადასახადები და მოსაკრებლები, თბილისი: 2004.
- განვითარებული სოციალისტური ეკონომიკის დაგეგმვისა და მართვის სრულყოფის ამოცანები. თბ., საბჭ. საქართველო. 1986.
- გარდამავალი პერიოდის საფინანსო ეკონომიკური პრობლემები (კრებული) თბ., 2004. ტ.7.
- მესხია,ი. ბახარია,რ. ეკონომიკური თეორიის საფუძვლები. თბ. 1996.
- ეკონომიკური რეფორმა საქართველოში (ანალიზი, მიმართულებები, პრობლემები) თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1996.
- იოსავა,ჯ. მესხია,ი. ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდების გამოყენება მართვაში. თბ., 1976.
- დაგეგმვის პროგრამულ-მიზნობრივი მეთოდი. თბ., 1978. (საქ.სსრ საზ-ბა „ცოდნა“ სერია 5).
- საერთაშორისო ეკონომიკა= International Trade სახელმძღვანელო/ რედაქტორი: ვლადიმერ პაპავა; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- თბილისი. 2012.