დალი ფანჯიკიძე
ფილოლოგი, მთარგმნელი
დაბადების თარიღი 1937
დაიბადა 1937 წლის 23 მარტს;
1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი;
1959–1961 წლებშ იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის თანამშრომელი;
1961–1972 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრის მასწავლებელი;
1973–1993 წლებში დოცენტი;
1993–1995 წლებში პროფესორი, 1995–2005 წლებში კათედრის გამგე.
თარგმნილი აქვს თომას მანის: "ბუდენბროკები"(1970), "ჯადოსნური მთა"(1978, 1984), "ყალთაბანდ ფელიქს კრულის აღსარება"(1995); უ. პლეცდორფის "ახალგაზრდა ვ.–ს ვნებანი"(1982); გოეთეს "პოეზია და სინამდვილე"(2002); ჰ. ჰესეს "ფიქრი და განსჯა"(1996); გრ. რობაქიძის ესე "ადოლფ ჰიტლერი უცხიელი მწერლის თვალით"(2007) და სხვა. არის მთარგმნელი, გერმანისტი, პროფესორი (1993); წერილებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მონაწილეა მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა. 2003 წელს გახდა საუნივერსიტეტო პრემიის ლაურეატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გერმანული და ქართული ენების შეპირისპირებითი სტილისტიკის საკითხები და მხატვრული თარგმანის პრობლემა", დაიცვა 1970 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "სტილის ეკვივალენტობის პრობლემა მხატვრულ თარგმანში", დაიცვა 1992 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრობა:
გოეთეს საერთაშორისო საზოგადოება, წევრი (1985-)
საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1986-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
1997 - ღირსების ორდენი
1983 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია:
ენა. თარგმანი. მკითხველი, თბილისი: საგამომც. სახლი თბილისში, 2002.
ქართული თარგმანის ისტორიის საკითხები, თბილისი: თსუ გამომცემლობა, 1999.
თარგმანის ახალი თეორიები და სტილის ეკვივალენტობის პრობლემა, თბილისი: განათლება, 1995.
თარგმანის თეორია და პრაქტიკა, თბილისი: განათლება, 1988.