ქეთევან ხუციშვილი
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1967
დაიბადა 1967 წლის 1 აგვისტოს, ქ. თბილისში.
1989 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
1992 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ქართულ-კავკასიური კულტურულ-ისტორიული ურთიერთობების ეთნოგრაფიული შესწავლის განყოფილების ლაბორანტად.
1994 წლიდან ამავე ინსტიტუტის კავკასიის ეთნოგრაფიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლად.
1997-2006 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი.
2000 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,სიზმარი და სიზმრის ახსნა ქართულ ყოფაში“.
2005 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,რელიგიური ფაქტორის გავლენა ეთნოკულტურული იდენტიფიკაციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებზე (თანამედროვე საქართველოს მაგალითზე)“.
2006 წლიდან არის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
2006-2012 წლებში იყო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.
2018 წლიდან დღემდე თსუ ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელია.
ქეთევან ხუციშვილი არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე; მისი სამეცნიერო სტატიები იბეჭდება უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში.
გამოქვეყნებული ნაშრომები:
- რელიგიური სიტუაციის ცვლილება და უსაფრთხოების პრობლემა თანამედროვე საქართველოში, თბილისი: 2004.
- კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია: მონოგრაფია, თბილისი.: კავკასიური სახლი, 2006.
- სიზმარი ქართულ ყოფაში, თბილისი. უნივერსალი, 2009.
- საზოგადოების დამოკიდებულება და მესხების ინტეგრაცია საქართველოში, თბილისი: სეზანი, 2012.
- რელიგიური სივრცის ტრანსფორმაცია იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაში: ქვემო ქართლი, თბილისი: 2015.
- ეთნოგრაფიული მონაცემები რუჩეგიანთა ფეოდალური საგვარეულოს შესახებ, ძველი ხელოვნება დღეს, თბილისი: 2017.