ნოდარ ამაღლობელი
ფიზიკოსი
დაბადების თარიღი 1930
დაიბადა 1930 წელს ქ. თბილისში.
1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი .
1957-1962 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
1962 წლიდან, სხვადასხვა პერიოდში იყო თსუ-ის კიბერნეტიკის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი, მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის განყოფილების გამგე, თსუ-ის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში .
1985-1991 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
1991 წელს დაინიშნა მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორად.
ნოდარ ამაღლობელი არის ელემენტარული ნაწილაკების და ატომბირთვის ექსპერიმენტული ფიზიკის აღიარებული მკვლევარი, 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან ბევრი დაიბეჭდა უცხოეთის პრესტიჟულ სამეცნიერო გამოცემებში. 1992 წლიდან ნ. ამაღლობელი საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში.
ბიბლიოგრაფია:
ატომბირთვის და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განვითარება საბჭოთა საქართველოში (ავტორი) // მეცნიერება და ტექნიკა N6. - თბილისი, 1988. - გვ.5-10.
ბუშტოვანი კამერიდან მიღებული სტერეოსურათების გამზომი სისტემა და მისი საიმედოობის შეფასება (ავტორი) // საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.73. - თბილისი, 1974. - გვ.305-308
ქაღალდის პერფოლენტიდან ელექტრონულ-გამომთვლელ მანქანა "რაზმად-2"-ში ინფორმაციის შემყვანი მოწყობილობა (ავტორი) // თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. - თბილისი, 1972. - გვ.71-78