ირაკლი ბრაჭული
ფილოსოფოსი
დაბადების თარიღი 1956
დაიბადა 1956 წელს ქ. თბილისში.
1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ფილოსოფიის სპეციალობით.
1989 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,ესთეტიკური ღირებულების პრობლემა’’.
1997 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: ,,ზეკაცის მსოფლმხედველობა (ჰერმენევტიკის ენერგეტიკული პარადიგმები)’’.
1984-1988 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრის ლაბორანტი. 1988-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ფილოსოფიის კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
2004-2005 წლებში - ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.
2006-2008 წლებში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი.
2008-2009 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორი.
2009-2012 წლებში ასოცირებული პროფესორი.
მუშაობს ესთეტიკის, მსოფლმხედველობის, პოლიტიკური მენტალიტეტის, თეოლოგიისა და ჰერმენევტიკის საკითხებზე.
გამოქვეყნებული აქვს არაერთი მეცნიერული სტატია.