Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ციცინო მინაშვილი
გეოლოგი
დაბადების თარიღი 1948

დაიბადა 1948 წლის 1 იანვარს. 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი, ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,Биостратиграфия миоценовых отложений Западной Грузии по известковому нанопланктону’’. 1977-1987 წლებში იყო ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიური ინსტიტუტის იურული ნალექების პალეონტოლოგიის და სტრატიგრაფიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1977-1987 წლებში ამავე ინსტიტუტის ნეოგენური და ანთროპოგენური ნალექების პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1987-1992 წლებში სტრატიგრაფიის, პალეონტოლოგიის და პალეობიოგეოგრაფიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1992-2006 წლებში ნეოგენური ნალექების სტრატიგრაფიის და პალეონტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 2006-2009 წლებში მიკროპალეონტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ციცინო მინაშვილის კვლევის ინტერესების სფეროა: საქართველოს ნეოგენური ნალექების პალეონტოლოგია, პალეობიოგეოგრაფია და სტრატიგრაფია მათში დაცული კარბონატული ნანოპლანქტონის საფუძველზე და ამ შრეების კორელაცია სხვა რეგიონების შესატყვის ნალექებთან. 2002-2003 წლებში მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა აცადემიის სამეცნიერო პროექტში: “Геологическое развитие Грузии в мезо-кайнозойское время", ხოლო 2008-2010 წლებში საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტში: “აღმოსავლეთ საქართველოს მეზო-კაინოზოური ნალექების დეტალური სტრატიგრაფიული კვლევა მიკროპალეონტოლოგიური მეთოდების გამოყენებით’’. 2009 წლიდან დღემდე ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის სტრატიგრაფიის და პალეონტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია.

თარიღი: 05/03/2020
კატეგორია: გეოლოგი