ბესარიონ ჟღენტი
ლიტერატურათმცოდნე
დაბადების თარიღი 1903
1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტის იურიდიული განყოფილება. 1937–1942 წლებში იყო კინოსტუდიის სასცენარო განყოფილების მთავარი რედაქტორი; 1943–1946 წლებში საქართველოს ლიტფონდის დირექტორი; 1946–1951 წლებში გამომცემლობა "ზარია ვოსტოკას" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1958–1976 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი; 1964–1976 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის საბჭოთა მწერლობის განყოფილების ხელმძღვანელი; "ფუტურისტ–ლეფელთა" ჯგუფის ერთ–ერთი ორგანიზატორი და თეორიტიკოსი; კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1922 წელს დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა; მისი ლიტერატურული კრიტიკისა და სამეცნიერო გამოკვლევებიდან აღსანიშნავია თანამედროვე ქართული ლიტერატურის პრობლემებისადმი მიძღვნილი ნაშრომები, მონოგრაფიები და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გარდაიცვალა 1976 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.