ელიზბარ ნადარაია
მათემატიკოსი, მეცნიერი
დაბადების თარიღი 1936
1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა– მათემატიკის ფაკულტეტი. 1964–1966 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი; 1966–1973 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი და შემდეგ განყოფილების გამგე; 1973–1978 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილების გამგე; 1978–1986 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის დოცენტი და შემდეგ პროფესორი, ხოლო 1986 წლიდან ამავე კათედრის გამგე. 1964 წლიდან არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, 1981 წლიდან ფიზიკა მათემატიკის დოქტორი, 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის მიმართულების სრული პროფესორი.