გიორგი ბოჭორიძე
ისტორიკოსი
დაბადების თარიღი 1884
1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. 1921 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტმა, მუშაობა დაიწყო საქართველოს ცენტრალურ არქივში, შემდეგ საქართველოს მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1923-1926 წლებში ქართლ-კახეთში, მესხეთ-ჯავახეთში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ისტორიული ნივთებისა და საარქივო მასალის მდიდარ კოლექციას მოუყარა თავი და თბილისის და ქუთაისის საცავებს გადასცა მრავალი ხელნაწერი. განსაკუთრებით საყურადღებოა მის მიერ მიკვლეული ჯვარისის ეპიგრაფიკული ძეგლი (რაჭა) და თაბორის ოთხთავი (XI საუკუნე). გიორგი ბოჭორიძის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. გარდაიცვალა 1939 წელს.