გალინა ვეფხვაძე
ფიზიკოსი
დაბადების თარიღი 1917
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1939 წელს. ფიზიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ფიზიკის კათედრის დოცენტი. ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო თემა - "Динамическая характеристика естественных потоков", დაიცვა 1948 წელს. მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 50-ე წლისთავის აღსანიშნავი მედალი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი, სამამულო ომში მამაცური შრომის მედალი, საქართველოს სსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს რესპუბლიკური პრემია. მის მიერ გამოცემულია სახელმძღვანელოები სტუდეენტებისათვის: ოპტიკა, ელექტრომაგნეტიზმის კურსის აგების ორი ვარიანტი, ზოგადი ფიზიკის კურსი: ელექტრომაგნეტიზმი, ტ. II, ზოგადი ფიზიკის კურსი, ტ. I
შრომები:
- ზოგადი ფიზიკის კურსი / სახელმძღვ. არასპეციალური ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. მესამე გამოცემა. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1979
- ზოგადი ფიზიკის კურსი / სახელმძღვ. არასპეციალური ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1976. (წიგნი პირველი - მექანიკა, რხევითი მოძრაობა და ტალღები, მოლეკულური ფიზიკა).
- ზოგადი ფიზიკის კურსი. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, ტომი 1, 1967
- ზოგადი ფიზიკის კურსი [მეორე გამოცემა]. თბ.,თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1995. (წიგნი მეორე - ელექტროობა და მაგნეტიზმი)
- ზოგადი ფიზიკის კურსი / სახელმძღვ. არასპეციალური ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა. 1983. (წიგნი მეორე - ელექტროობა და მაგნეტიზმი).
- ოპტიკა. / რედ - ხელშვილი. თბ., თსუ. 1998