ალბერტ თავხელიძე
ფიზიკოსი
დაბადების თარიღი 1930
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1953 წელს. 1956-1970წწ. მუშაობდა ბირთვულ გამოკვლევათა გაერთიანებული ინსტიტუტის განყოფილების გამგედ, თეორიული ფიზიკის ლაბორატორიის დირექტორის მოადგილედ და სხვა. 1963-1970წწ. პარალელურად მუშაობდა ქალაქ სერპუხოვში (მოსკოვის ოლქი) მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში სექტორის ხელმძღვანელად. 1970 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბირთვულ გამოკვლევათა ინსტიტუტის დირექტორი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის მეცნიერ-კონსულტანტი. მისი შრომები ეხება ველის კვანტური თეორიისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ძირითად საკითხებს. ა. ლოგუნოვთან ერთად ველის კვანტურ თეორიაში შემოიტანა და დაამკვიდრა კვაზიპოტენციალის მეთოდი. 1993-2005 წ.წ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, 1974 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემის აკადემიკოსი. გარდაიცვალა 2010 წლის 27 თებერვალს, დაკრძალულია მოსკოვში.