დიმიტრი ბენაშვილი
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1910
1933 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967). იყო ჟურნალ "ჩვენი თაობის" რედაქტორი (1939-1942), რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის უახლესი ქართული ლიტერატურის განყოფილების გამგე (1947-1962), 1962 წლიდან – ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე. იგი ავტორია ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიების, მონოგრაფიების და გამოკვლევებისა. დ. ბენაშვილი გარდაიცვალა 1982 წლის 28 ივნისს.
შრომები:
- ალექსანდრე ყაზბეგი. თბ. „საბჭ. საქართველო“ 1978.
- ალექსანდრე ყაზბეგი. 1848-1948, თბ, სახელგამი, 1948.
- ალექსანდრე ყაზბეგი, თბ. სახელგამი, 1939.
- გალაკტიონ ტაბიძე, თბ, „განათლება“ 1972.
- გალაკტიონ ტაბიძე, კოლაუ ნადირაძე, თბ, საქ. სსრ. მეცნ. აკად. გამ-ბა 1961.
- გალაკტიონ ტაბიძე...
- ვაჟა-ფშაველა, შემოქმედი და მოაზროვნე. მე-2-ე გამოც. თბ. საბჭ. საქართველო, 1989.
- ვაჟა-ფშაველა. შემოქმედი და მოაზროვნე. თბ. „საბჭ. მწერალი“, 1961.
- კონსტანტინე გამსახურდია. ცხოვრება და შემოქმედება. თბ. საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1962.
- კრიტიკული ნარკვევები, XX საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე. ტ.1. თბ. „საბჭ. საქართველო“ 1967.
- ლიტერატურული ძიებანი, თბ. „საბჭ. მწერალი“ 1952.
- ხელოვნების საკითხები. თბ. „ფედერაცია“ 1941.
- სახისა და ხასიათის პრობლემა „ვეფხისტყაოსანში“. თბ. სახელგამი, 1954.
- ქართული ლიტერატურა. მე-12 გამოც. თბ. 1968.
- ქართული ლიტერატურა X კლ. სახელმძღვ. თბ. 1967.