გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტს (University American College Skopje) შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, ორ სამაგისტრო პროგრამაზე - საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის ადმინისტრირება, ქართველი სტუდენტებისთვის სკოპიეს ამერიკული უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილა ერთი (1) სასწავლო სტიპენდია. აღნიშნული მოიცავს სწავლის საფასურს სრულად და ასევე, მხოლოდ საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
სასტიპენდიო პროგრამაზე საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 აგვისტო.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.