მიმდინარე წლის 21-25 აგვისტოს, ბულგარეთის დედაქალაქი სოფია ფრანგული ენის ახალგაზრდა მასწავლებლების ფორუმს უმასპინძლებს.
ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის ბოლო კურსის სტუდენტებს, ასევე ახალგაზრდა მასწავლებლებს, 34 წლამდე.
ფორუმის სემინარების თემატიკაა: მუსიკა, ჟურნალისტიკა, კინო და თეატრი.
მონაწილეობის პირობები: საერთაშორისო მგზავრობის, გათავსების, კვების და ტრენინგის ხარჯებს ფარავს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIF) და მისი პარტნიორები.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 15 მაისი.
დეტალური ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ