გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 5-6 ოქრომბერს, Erasmus+ პროექტის DITECH “ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ ფარგლებში, ჩატარდება ტრენინგ-ვორკშოპი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის.
ტრენინგის თემა: საგანმანათლებლო ტექნილოგიების და პლატფორმების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში (Camtasia/Snagit, ThingLink, Info-graphic, Canva, MINDOMO, H5P, EDpuzzle, Miro)
ტრენინგის ჩატარების დრო:
- 5 ოქრომბერს 17:00-დან 21:00 სთ-მდე
- 6 ოქრომბერს 18:00-დან 22:00 სთ-მდე
ტრენინგის ჩატარების ადგილი: თსუ-ს I კორპუსი, ოთახი 03.
სავალდებულო მოთხოვნები:
კომპიუტერში ნავიგაციის უნარი და კურსებში საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვის სურვილი
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდენ მ/წ 3 ოქტომბერს 18:00 საათამდე შემდეგ ბმულზე.
ადგილების რაოდენობა განსაზღვრულია.
გთხოვთ, შესაძლებლობის და სურვილის შემთხვევაში თან იქონიოთ ლეპტოპები, რათა ინდივიდუალურად ჩაიტვირთოს ზემოაღნიშნული პლატფორმები.
ვორკშოპის დასრულების შემდგომ, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.