"სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2021-2022" გახლავთ ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ხორციელდება საფრანგეთის მთავრობისა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის 2019 წლის 5 აპრილს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, საფრანგეთის მთავრობის, კამპუს ფრანსისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.
პრიორიტეტული მიმართულებები:
- განათლება
- სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია
- ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა
- ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა
- ჰუმანიტარული მეცნიერებები
- სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
- სამართალი
- მენეჯმენტი
- საჯარო მმართველობა
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 05.02.2021-დან 05.03.2021-ის ჩათვლით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს.