გაეროს ბავშვთა ფონდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით მართავს მეორე საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში, რომელიც ეძღვნება ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში, რათა გაჩნდეს სივრცე ბავშვთა უფლებების პრინციპების სწავლა-სწავლებისთვის, გაძლიერდნენ შესაბამისი სპეციალისტები და დაცულ იქნას ბავშვთა უფლებები ყოველდღიურად ოჯახებში, სკოლებსა და საზოგადოებაში.
კონფერენცია ჩატარდება 2021 წლის 23-24 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქ. ბათუმში
თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა - 20 ივლისი, 2021
ესეების გამოგზავნის ბოლო ვადა - 30 ივლისი, 2021
სასკოლო პროექტების გამოგზავნის ბოლო ვადა - 30 ივლისი, 2021
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს, ასევე იხილეთ დანართი 1, დანართი 2.