ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ტეხასის უნივერსიტეტ დალასთან (UT Dallas) პარტნიორობით, აცხადებს დოქტორანტებისა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალისთვის განაცხადების მიღებას საქართველოს აკრედიტებული საჯარო სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტებიდან. პროგრამის მიზანია მონაწილეთა კვლევითი უნარების, აკადემიური წერის შესაძლებლობებისა და პროფესიული ქსელების გაძლიერება.
კონკურსი განკუთვნილია ქვემოთ მოცემული აკადემიური მიმართულებების დოქტორანტებისა და ახალგაზრდა პროფესორებისთვის:
- ბიოლოგია
- ბიზნესი / მენეჯმენტი
- ქიმია
- კომპიუტერული მეცნიერებები
- ეკონომიკა
- ელექტრონული ინჟინერია
- გეოგრაფია
- გეოლოგია
- მათემატიკა
- ფიზიკა
- სოციალური ფსიქოლოგია
- წყლის მეცნიერებები
განაცხადის მიღების ვადა: 2025 წლის 25 ნოემბერი – 2026 წლის 30 იანვარი (ჩათვლით)
დაინტერესების შემთხვევაში, დეტალური ინფრომაცია იხილეთ აქ
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, სააპლიკაციო ფორმის ჩათვლით, მოცემულია შემდეგ ვებ-გვერდზე.