უზბეკეთის რესპუბლიკის აბრეშუმის გზის ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2022-2023 აკადემიური წლისათვის გამოაცხადა საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც საქართველოსთვის გამოყოფილია ორი საგრანტო ადგილი (ერთი ადგილი განსაზღვრულია 2023 წლის გაზაფხულის სემესტრში, ხოლო მეორე ადგილი 2023 წლის შემოდგომის სემესტრში).
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა: გაზაფხულის სემესტრისთვის 2023 წლის 20 იანვრამდე, ხოლო შემოდგომის სემესტრისთვის 2023 წლის 1 ივლისამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.