იტალიის მთავრობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები იტალიელ მოქალაქეებს 2021-2022 აკადემიური წლისთვის სთავაზობს სტიპენდიებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლისათვის.
გარდა ამისა, იტალიის მთავრობა გამოჰყოფს სტიპენდიებს ხელოვნების, მუსიკისა და ცეკვის უმაღლესი პროფესიული განათლების კურსების, სამეცნიერო კვლევით პროგრამებისა და იტალიური ენისა და კულტურის კურსების გავლის მსურველთათვის.
განაცხადების ელექტრონულად მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 13 ივლისი 16.00 სთ
სტიპენდიების პირობებისა და წარსადგენი საბუთების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.