პროგრამა ხელმისაწვდომია არაევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის, ქართველი სტუდენტებისთვის. მასში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტს, მაგისტრატურის და კვლევის/დოქტორანტურის სტუდენტებს. ერთწლიანი აკადემიური პროგრამა ითვალისწინებს სწავლის საფასურის სრულად დაფინანსებას და სტიპენდიას 10 ათასი ევროს ოდენობით.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ბმულზე, ასევე იხილეთ დანართი 1.