უცხო ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, B2 დონე), თსუ-ის მიერ ადმინისტრირებულ გაცვლით პროგრამებში (ERASMUS+ ICM, Bilateral Exchange Programs, MEVLANA და სხვ.) მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე.
რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალის mobility.tsu.ge საშუალებით.
გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 30 აგვისტოდან, 30 სექტემბრის 18 საათის ჩათვლით!