ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ თსუ-ს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს გერმანულენოვანი ერთწლიანი თანმხლები სასწავლო პროგრამის "გერმანია სამხრეთ კავკასიაში: ინსტიტუციები და განვითარება" ვირტუალურ ღია კარის დღეზე.
აღნიშნული პროგრამის კურიკულუმი მოიცავს როგორც სემინარებსა და პრაქტიკულ კურსებს გერმანულ ენაზე სამართლისა და ეკონომიკის მიმართულებით, ასევე ვორქშოფებსა და ექვსკვირიან სტაჟირებას გერმანულენოვან კომპანიაში ან დაწესებულებაში.
პროგრამასთან დაკავშირებული სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის შესაბამის ვებგვერდზე.
ღონისძიება ჩატარდება მიმდინარე წლის 4 ივლისს, საღამოს 6 საათზე, Webex-ის პლატფორმის საშუალებით.
ღია კარის დღეზე დასწრებისათვის საჭირო ბმული იხილეთ აქ.