მიმდინარეობს საბუთების მიღება თსუ-ს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის განკუთვნილ გერმანულენოვან ერთწლიან თანმხლებ სასწავლო პროგრამაზე "გერმანია სამხრეთ კავკასიაში: ინსტიტუციები და განვითარება", რომელიც ერთობლივად ხორციელდება ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.
აღნიშნული პროგრამის კურიკულუმი მოიცავს როგორც სემინარებსა და პრაქტიკულ კურსებს გერმანულ ენაზე სამართლისა და ეკონომიკის მიმართულებით, ასევე ვორქშოფებსა და ექვსკვირიან სტაჟირებას გერმანულენოვან კომპანიაში ან დაწესებულებაში.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 30 ივნისი
საბუთების მიღების პროცედურებზე და პროგრამასთან დაკავშირებული სხვა საჭირო ინფორმაცია იხილეთ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის შესაბამის ვებგვერდზე.