იუსტუს ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტი (გერმანია) თსუ-ს სტუდენტებს სთავაზობს 2021 წლის ვირტუალურ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას, რომლის ვირტუალურ ფორმატში ჩატარება დაგეგმილია 2021 წლის 29 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე.
აღნიშნულ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შემდეგი მიმართულების მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს: გეოგრაფია, ბიოლოგია, გარემოს დაცვა, აგრარული მეცნიერებები*.
*გამონაკლისის სახით დაიშვებიან ასევე ზემოთმოხსენიებული მიმართულებების თსუ-ს დოქტორანტურის საფეხურის ის სტუდენტები, რომლებიც აღნიშნულ საფეხურზე სწავლების საწყის ეტაპზე არიან და მათ მიერ მაგისტრის ხარისხის მოპოვებიდან არ არის გასული 2 წელიწადზე მეტი.
სამუშაო ენა: ინგლისური
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 15 აგვისტო
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს, ასევე იხილოთ: