უცხო ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 4 წლის მანძილზე, B2 დონე), თსუ-ის მიერ ადმინისტრირებულ გაცვლით პროგრამებში, როგორიცაა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობა, ბილატერალური გაცვლითი პროგრამები და სხვ., მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე. ტესტირებაზე დაიშვებიან სტუდენეტები, ვისთვისაც 2023/24 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი არის:
- ბაკალავრიატის საფეხურის შემთხვევაში, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 ან მე-6 სემესტრი,
- მაგისტრატურის საფეხურის შემთხვევაში, პირველი ან მე-2 სემესტრი,
- დოქტორანტურის საფეხურის შემთხვევაში, განურჩევლად სემესტრისა
უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალის mobility.tsu.ge საშუალებით.
რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2023 წლის 1 ივლისიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით.
ინსტიტუციური ტესტირების გავლა შესაძლებელია შემდეგ უცხოურ ენებში: ინგლისური, გერმანული, იტალიური, ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული, ბერძნული, და თურქული.
უცხოურ ენებში ტესტირება გაიმართება 2023 წლის 5 ოქტომბერს 10:00-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).