- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
უცხო ენის მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატების არქონის შემთხვევაში (აღებული უკანასკნელი 4 წლის მანძილზე, B2 დონე), თსუ-ს მიერ ადმინისტრირებულ გაცვლით პროგრამებში (ERASMUS+ ICM, Bilateral Exchange Programs, MEVLANA და სხვ.) მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ უცხო ენის ინსტიტუციურ ტესტირებაზე.
რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალის mobility.tsu.ge საშუალებით.
გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება: 2022 წლის 24 იანვრიდან 3 მარტის 16 საათის ჩათვლით.
ტესტირების გავლის უფლება აქვთ 2021/22 სასწავლო წელს სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე თსუ ბაკალავრიატის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს!*
სტუდენტის აქტიური სტატუსის არქონის შემთხვევაში, ტესტირებაზე რეგისტრაციის მსურველი სტუდენტები უნდა დაუკავშირდნენ თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს წერლობით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: reference@tsu.ge
ინსტიტუციური ტესტირების გავლა შესაძლებელია შემდეგ უცხოურ ენებში: ინგლისური, გერმანული, იტალიური, პორტუგალიური, ფრანგული, ბერძნული, ესპანური და თურქული.
ტესტირება გაიმართება 2022 წლის 7 მარტს 10:00-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).
*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მეხუთე და ზედა სემესტრების დოქტორანტების საყურადღებოდ: დოქტორანტურის საფეხურის მეხუთე და ზედა სემესტრების ის სტუდენტები, რომლებიც 6 სასწავლო სემესტრის განმავლობაში ვერ ახერხებენ სწავლის დასრულებას, (თემის სირთულიდან გამომდინარე), აღნიშნულის თაობაზე ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში, დაიშვებიან ენის ტესტირებაზე. შესაბამისი ცნობა უნდა გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე reference@tsu.ge არაუგვიანეს ა/წ 2 მარტის 16 საათისა.
გთხოვთ იხილოთ:
- თსუ-ს რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთობლივი ბრძანება და ცვლილება ბრძანებაში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ.
- ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ.
ხშირად დასმული კითხვები: უცხო ენის ტესტირება