Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება წინასწარი შერჩევა გრანადას უნივერსიტეტში (ესპანეთი) ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პერსონალის თემატური მობილობისთვის

 

 

ღონისძიების თემა:                  Capacity Building In Higher Education (CBHE) პროექტების მართვა

ღონისძიების თარიღი:             20-24 აპრილი, 2026

მობილობის ტიპი:                   ERASMUS+ ICM STT მობილობა

დაფინანსება:                           დღიური და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს ისეთ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელსაც:

  • აქვს ERASMUS+ Capacity Building In Higher Education (CBHE) ტიპის ისეთი პროექტის მართვის გამოცდილება (კონსორციუმის კოორდინატორის როლში), რომელიც ამაჟამად მიმდინარეობს ან დასრულდა არაუადრეს 2019 წლის დეკემბრისა;
  • როგორც საკონკურსო განაცხადის გაკეთების მომენტში, ასევე, გრანტის მოპოვების შემთხვევაში და მობილობისას აქს თსუ-ს აკადემიური ან/და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალის მოქმედი სტატუსი

 

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, იხილეთ აქ.