Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების განყოფილებასთან თანამშრომლობის ფარგლებში,

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)

აცხადებს აპლიკანტთა წინასწარ შერჩევას ჰარვარდის საზაფხულო სკოლის 2025 წლის პროგრამაში მონაწილეობისთვის!

 

ჰარვარდის საზაფხულო სკოლა (HSS), დაარსებული 1871 წელს, არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ძველი აკადემიური საზაფხულო პროგრამა.

  • კურსებს უძღვებიან ჰარვარდის პროფესორები, გამოჩენილი მოწვეული მეცნიერები და ინდუსტრიის ექსპერტები.
  • პარტნიორობის უპირატესობები მოიცავს პროფესიული კავშირების შექმნის შესაძლებლობებს, მხარდაჭერას სტუდენტურ ვიზაზე განაცხადის გაკეთების პროცესში და სხვა სტუდენტურ უპირატესობებს სწავლის პერიოდში და შემდგომ.

 

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე (სწავლების სამივე საფეხურის) აპლიკანტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ ადმინისტრაციულ და ფინანსურ წინაპირობებს:

1. აკადემიური წინაპირობა

  • აქვთ GPA არანაკლებ 3.2-სა სწავლების მიმდინარე საფეხურზე (2024-25 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მონაცემებით);

 

2. თსუ-ს მიერ ნაწილობრივად დაფინანსებულ პროგრამაზე განაცხადის გაკეთება არ შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც:

  • 2024-25 სასწავლო წლის გაზაფხულს სემესტრში სარგებლობენ თსუ-ს მიერ ადმინისტრირებული გაცვლითი პროგრამით
  • 2024-25 სასწავლო წლის გაზაფხულს სემესტრში ასრულებენ სწავლას თსუ-ში

3. ენობრივი კომპეტენცია

 

აპლიკანტები უნდა ფლობენ ინგლისურის ენის ცოდნის დამადასტურებელ შემდეგ დოკუმენტთაგან ერთ-ერთს (რომელიც გაცემულია არაუადრეს 2023 წლის 1 იანვრისა):

ა) TOEFL – 100 ქულა ინტერნეტზე დაფუძნებულ TOEFL iBT ტესტზე, მათ შორის TOEFL iBT Home Edition-ის ვერსიაზე.

ბ) საერთაშორისო ინგლისური ენის ტესტირების სისტემა (IELTS) აკადემიური* – 7.0, მათ შორის IELTS აკადემიური ონლაინ ტესტი.

გ) PTE Academic ტესტი (PTEA) – 70

დ) Duolingo ინგლისურის ტესტი (DET) – 125

4. დისციპლინური ჩანაწერები მშობლიურ უნივერსიტეტში:

  • აპლიკანტებს არ უნდა უფიქსირდებოდეთ დისციპლინური გადაცდომა თსუ-ში სწავლის პერიოდში
  • აპლიკანტები თანახმა უნდა იყვნენ ჰარვარდში მოქმედი სტუდენტურ ქცევათა კოდექსის დაცვაზე, რომელიც ხელმისაწვდომია აქ;

 

5. კურსზე რეგისტრაციის წინაპირობები:

  • აპლიკანტებს შესრულებული უნდა ჰქონდეთ ჰარვარდის საზაფხულო სკოლის ფარგლებში არჩეული საგნების აკადემიური წინაპირობები (ისეთ კურსზე/კურსებზე რეგისტრაციის შემთხვევაში, რომელიც წინაპირობით შეზღუდულია);

6. ფინანსური მზაობა:

  • აპლიკანტები უნდა ფლობენ საკმარის ფინანსურ რესუსებს (ან ჰყავდეთ სპონსორი ან სპონსორები), რომელიც დაფარავს ნომინანტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს

შენიშვნა: პროგრამაში მონაწილეობის მოსაკრებლის, ცხოვრებისა და კვების სრულად გადახდის ბოლო თარიღია 2025 წლის 12 მაისი.

 

 

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.

 

!!! დაინტერესებული აპლიკანტებისათვის სააპლიკაციო პროცედურებისა და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მიმდინარე წლის 30 იანვარს, თბილისის დროით 18:00-19:00 საათის შუალედში ჰავარდის უნივერისტეტის ორგანიზებით გაიმართება ვირტუალური საინფორმაციო შეხვედრა პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.

Zoom-ის სესიაზე დასასწრებად საჭირო დეტალების მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge