- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
მიმდინარე კონკურსები:
ცხადდება წინასწარი შერჩევა ბუქარესტის და ლა კორუნიას უნივერსიტეტებში ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პერსონალის მობილობისთვის!
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
01/11/2024 - 08/11/2024
ცხადდება წინასწარი შერჩევა ბუქარესტის უნივერსიტეტში (რუმინეთი) და ლა კორუნიას უნივერსიტეტში (ესპანეთი) ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პერსონალის მობილობისთვის!
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
1. ბუქარესტის უნივერსიტეტის შემთხვევაში:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე დასაქმებულ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართული არიან თსუ-სა და ბუქარესტის უნივერსიტეტს შორის არსებულ ორმაგი პროგრამის მენეჯმენტში (დეკანი, დეკანის მოადგილე, ორმაგი პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი)
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართული არიან თსუ-სა და ბუქარესტის უნივერსიტეტს შორის არსებულ ორმაგი პროგრამის საკოორდინაციო საქმიანობაში (აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს ფაკულტეტის მიერ გაცემული წერილით)
- თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის გადაწყვეტილების მიმღებ პერსონალს
2. ლა კორუნიას უნივერსიტეტის შემთხვევაში:
- ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის მართვაში ჩართული გადაწყვეტილების მიმღები პირისთვის
- ეთნოლოგიის ინსტიტუტის აკადემიური პერსონალისთვის
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.