- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
ცხადდება კონკურსი თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია) გინეკოლოგიის მიმართულებით მოკლევადიანი კლინიკური პრაქტიკის გავლის მიზნით
!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებულია მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის იმ სტუდენტებს, რომლისთვისაც 2022-23 აკადემიური წელი არ არის დამამთავრებელი და რომლებსაც გავლილი აქვთ საგანი „რეპროდუქტოლოგია, მეანობა-გინეკოლოგიის ბლოკი" (11 კრედიტი).
სტაჟირების ხანგრძლივობა: 2-4 კვირა (2023-24 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში)
ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის საუნივერსიტეტო კლინიკა უზრუნველყოფს საცხოვრებელს შერჩეული სტუდენტებისთვის, ხოლო მგზავრობის ხარჯს უზრუნველყოფს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. მობილობასთან დაკავშირებული ყველა სხვა ხარჯი უნდა ანაზღაურდეს მობილობის სუბიექტის მიერ.
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ აქ.